• 306275380_506255191506741_8869697768264664829_n

პროფესიონალი ტურლიდერი/გიდი

950.00

ყიდვა
Category:

 

ტრენინგ ცენტრი ,, Gamarjoba Georgia Academy” ორი თვის და 15 დღის განმავლობაში გთავაზობთ გიდების მოსამზადებელ /გადასამზადებელ კურსებს. 30 ლექცია, კვირაში 3 თეორიული ლექცია, 3 საათის ხანგრძლივობის და 1 შემეჯამებელი პრაქტიკული ნაწილი, რომელიც სრული კურსის განმავლობაში გულისხმობს 8 პრაქტიკულ ტურს (თბილისის, კახეთის, ყაზბეგის, გორის, მცხეთის, ვარძიის, ქუთაისის, დავით გარეჯას მიმართულებით).

პროგრამის ფარგლებში აკადემია განიხილავს

  • შემომყვანი ტურისტული კომპანიის ზოგადი სპეციფიკას
  • ტურიზმის მაღალ სტანდარტზე სერვირებას
  • ყოველდღიური ტურიზმისა და გრძელვადიანი ტურების ორგანიზების უნარებს

 

ჩვენ გთავაზობთ

  • აიმაღლოთ კვალიფიკაცია გიდის/ტურლიდერის სფეროში
  • შეისწავლოთ გიდის/ტურლიდერის მაღალანაზღაურებადი თუ თვითდასაქმებადი პროფესია.
  • კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დაიწყოთ მუშაობა გიდის/ტურლიდერის პოზიციაზე პარტნიორ კომპანიებში

 

 

პროგრამის ფარგლებში კანდიდატები შეისწავლიან

  • საქართველოს ისტორია
  • საქართველოს გეოგრაფია
  • ცალკეული რეგიონების ღირსშესანიშნაობები
  • გიდებისა და ტურლიდერებისთვის აუცილებელ უნარები
  • დროის კონტროლი და მართვა
  • რთული სიტუაციების მართვა
  • გიდების მენეჯერული და ორგანიზატორული უნარები
  • პირველადი სამედიცინო დახმარების უნარები
  • სიმბოლიზმი

,,Gamarjoba Georgia Academy” გახლავთ ,,Gamarjoba Georgia  Tours”-ის ახალი პროექტი.

ჩვენი ტურისტული კომპანია უკვე რამდენიმე წელია რაც საერთაშორისო წამყვან ტურისტულ პლატფორმებზე ლიდერობს და მიაღწია დიდი წარმატებებს. მათ შორის კომპანია 2020სა და 2022 წლებში დასახელდა TripAdvisor -ის წამყვან ტურისტულ კომპანიად საქართველოში. ამასთან კომპანია  გიდების გადამზადებით იყო დაკავებული, რომელთაც წარმატებით ასაქმებდა ჩვენსავე, ან პარტნიორ კომპანიებში. ახალი პროექტის მიზანია სრულფასოვნად გადაამზადოს კანდიდატები გიდის/ტურლიდერის მიმართულებით,  მისცეს მათ როგორც ზოგადი, ისე დეტალური ინფორმაცია ცალკეული ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ, მოამზადოს ინდივიდი, რომელიც შეძლებს ქვეყნის ამსახველ ნებისმიერ ფაქტორზე საუბარს.

მოამზადოს  ტექნიკური მიმართულებით და შეასწავლოს მათ რთულსა და სტრესულ სიტუაციებში ლავირება.

გადაამზადოს ინდივიდები, რომლებიც დასაქმდებიან ჩვენსა თუ პარტნიორ კომპანიებში.

 

რითი გამოირჩევა ჩვენი ტრენინგები

  • ტრენინგები ჩატარდება არა ონლაინ, არამედ საქმიან გარემოში. ტრენინგს გაუძღვება დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ტრენერი. ჩვენ გთავაზობთ ილუსტრირებულ ვრცელ გაიდბუქს. გთავაზობთ, 3 საათიან შეხვედრებს კვირაში სამჯერ 65 დღის განმავლობაში და მასთან მიბმულ პრაქტიკულ ტურებს აქტიურ გიდებთან და ტურისტებთან ერთად. ინტერაქციულ ლექციებსა და სიტუაციურ იმიტაციებს.

 

  • ტრენინგების შემდეგ მიიღებთ Gamarjoba Georgia Academy-ის დამოწმებულ ორენოვან სერთიფიკატს

 

  • სამედიცინო დახმარების სერთიფიკატს.

 

  • წარმატებული კურს დამთავრებულები დასაქმდებიან ჩვენსა თუ პარტნიორ კომპანიებში.

 

კურსის ღირებულებაა 950 ლარი. სტუდენტების შემთხვევაში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

მოქმედებს საქართველოს ბანკის ონლაინ განვადება.

 

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “პროფესიონალი ტურლიდერი/გიდი”

Your email address will not be published. Required fields are marked *